რეკლამა საიტზე
ჩვენთან გამოცდისთვის ემზადებიან. თქვენს რეკლამას დაინახავს ადამიანი, რომელსაც სწორედ ახლა სჭირდება ავტოსკოლა, დაზღვევა, ენის კურსი ან ადვოკატი. რეკლამა შეუძლია ნებისმიერ ბიზნესსაც: კაფეს, რესტორანს, სასტუმროს, მაღაზიას.
სად ჩანს რეკლამა
- გამოცდის აპის მთავარ ეკრანზე — კატეგორიის ან განყოფილების არჩევისას.
- შედეგის ეკრანზე — გამოცდის სიმულაციის დასრულების შემდეგ, როცა ადამიანი ხედავს, რამდენად მზადაა.
- მთავარ გვერდზე — სამივე გამოცდის ვიზიტორისთვის.
რეკლამა არასდროს დგას კითხვასთან ან პასუხის ღილაკებთან, რომ ვარჯიშს ხელი არ შეუშალოს და შემთხვევით არავინ დააჭიროს.
ასე გამოიყურება
ადგილები და ფასები
მართვის მოწმობის თეორია
მომავალი მძღოლები
1741 ბილეთი · 8 კატეგორია (B, A, C, C1, D, D1, T/S, ტრამვაი)
ვისთვის კარგია: ავტოსკოლა, ავტოდაზღვევა, ავტოსალონი, ლიზინგი და ავტოსესხი, სერვისი და საბურავები, მანქანის გაქირავება, სამედიცინო ცნობა მძღოლისთვის, კაფე და რესტორანი საგამოცდო ცენტრთან
მოქალაქეობის გამოცდა
ვინც საქართველოს მოქალაქეობას ითხოვს
600 კითხვა · ქართული, ინგლისური და რუსული ახსნები
ვისთვის კარგია: ქართული ენის კურსი და რეპეტიტორი, იურიდიული და საიმიგრაციო მომსახურება, ნოტარიუსი, თარგმნა, უძრავი ქონება, ბანკი, სასტუმრო (გამოცდაზე ბევრი სხვა ქალაქიდან ან ქვეყნიდან ჩამოდის)
იარაღის ტესტი
ვინც იარაღის ფლობის ნებართვას იღებს
430 კითხვა სურათებით
ვისთვის კარგია: სასროლეთი და ინსტრუქტორი, დაცვის სამსახური, სანადირო და სათევზაო აღჭურვილობა (იარაღის რეკლამის გარეშე)
მთავარი გვერდი
სამივე გამოცდის ვიზიტორები
პირველი ბანერი მთავარ გვერდზე, ზემოთ
ვისთვის კარგია: ბრენდი, რომელიც ყველას მიმართავს: ბანკი, მობილური ოპერატორი, დაზღვევა, მიწოდების სერვისი, რესტორანი, სასტუმრო, მაღაზია
ოთხივე ადგილი ერთად
ცალ-ცალკე 550 ₾ ღირს
მცირე ბიზნესისთვის: ერთი კვირა
კაფე, რესტორანი, სასტუმრო, მაღაზია, სალონი — სცადეთ რეკლამა ერთი კვირით, თვიური გადახდის გარეშე.
ერთი გამოცდის აპში 40 ₾, მთავარ გვერდზე 50 ₾ — თუ იმ კვირაში ადგილი თავისუფალია.
საიტის გაშვების ფასი: თვიურ ადგილებზე პირველი 3 თვე −30%.
პირობები
- თითო ადგილზე ერთ დროს ერთი სპონსორია, ამიტომ თქვენი რეკლამა ყველა ვიზიტორს უჩანს.
- სადაც სპონსორი არ არის, Google-ის რეკლამა ჩანს. მასში ვიზიტორს შეიძლება შეხვდეს დიდი ბრენდების რეკლამაც.
- რეკლამას თან ახლავს წარწერა „რეკლამა“. ის არ უნდა ჰგავდეს სახელმწიფო უწყების (შსს, მომსახურების სააგენტო) ოფიციალურ შეტყობინებას.
- არ ვათავსებთ: იარაღის, ალკოჰოლის, აზარტული თამაშების, „გამოცდის გარანტიით ჩაბარების“ და შეცდომაში შემყვან რეკლამას.
- ტექსტი და ლოგო თქვენ გვაწვდით. განთავსება 1–2 დღეში ხდება.
- ფასი თვეზეა. გადახდა წინასწარ, ყოველთვიურად.